ლენტეხი - დაბა, ლენტეხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარე ლასკანურაზე (ზღვის დონიდან 760 მ), ქალაქ ქუთაისიდან 102 კმ-ის დაშორებით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1969 წელს. მოსახლეობა 1,7 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.
liza cheishvili
Friday, June 3, 2011
Friday, April 15, 2011
Friday, April 1, 2011
აფხაზეთი
აფხაზეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის.ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. დედაქალაქი – სოხუმი.
batumi
ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა 121,8 ათასი (2002 წ.).
ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურისნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).
ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.
Wednesday, March 16, 2011
ვინ გამოიგონა უძველესი დროიდან დღემდე ძალიან საჭირო ნივთები?
მაკრატელი: ყველა ამბობს, რომ მაკრატელი და ვინჩიმ გამოიგონა, მაგრამ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ნიმუშები რომელიც ქრისტეს შობამდე 1500 წლით თარიღდება და გაცილებით დიდი ხნის წინაა გაკეთებული ვიდრე და ვინჩის ჩანახატები. ფიქრობენ, რომ მაკრატელი ეგვიპტელებმა გამოიგონეს.
ნათურა: მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში გამომგონებლები თავს იმტვრევდნენ როგორ ექციათ ელექტრობა სინათლედ და ბოლოს 1879 წელს ამ წვალებას ედისონმა დაუსვა წერტილი. ნათურაც სწორეად ედისონმა გამოიგონა. ამბობენ, რომ ედისონს სიბნელის ეშინოდა.
ტელევიზორი: ტელევიზორით ვინ გაგვახარა ვერ გეტყვით, რადგან მას ძალიან ბევრი გამომგონებელი აღმოაჩნდა. ისე გეტყვით რომ ტელევიზორის "დემოსტრირება" შოტლანდიელმა ჯონ ლოგი ბეიერდმა გაუკეთა ლონდონის ერთ-ერთ პატარა ლაბორატორიაში, ეს 1926 წლის 26 იანვარს მოხდა.
ტელეფონი: პირველი მობილური ტელეფონი მარტინ კუპერმა გამოიგონა და მისით პირველი ზარი 1973 წლის 3 აპრილს მოხდა, ვის დაურეკა არ ვიცით :).
ხოლო რაც შეეხება მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ეს ვინმე მეტი მაკკონეს გამოგონებულია :)))
Friday, March 11, 2011
დედამიწა
დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.
დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

Thursday, March 10, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)