Wednesday, March 16, 2011

ვინ გამოიგონა უძველესი დროიდან დღემდე ძალიან საჭირო ნივთები?

მაკრატელი: ყველა ამბობს, რომ მაკრატელი და ვინჩიმ გამოიგონა, მაგრამ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ნიმუშები რომელიც ქრისტეს შობამდე 1500 წლით თარიღდება და გაცილებით დიდი ხნის წინაა გაკეთებული ვიდრე და ვინჩის ჩანახატები. ფიქრობენ, რომ მაკრატელი ეგვიპტელებმა გამოიგონეს.

ნათურა:  მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში გამომგონებლები თავს იმტვრევდნენ როგორ ექციათ ელექტრობა სინათლედ და ბოლოს 1879 წელს ამ წვალებას ედისონმა დაუსვა წერტილი. ნათურაც სწორეად ედისონმა გამოიგონა. ამბობენ, რომ ედისონს სიბნელის ეშინოდა.

ტელევიზორი:  ტელევიზორით ვინ გაგვახარა ვერ გეტყვით, რადგან მას ძალიან ბევრი გამომგონებელი აღმოაჩნდა. ისე გეტყვით რომ ტელევიზორის "დემოსტრირება" შოტლანდიელმა ჯონ ლოგი ბეიერდმა გაუკეთა ლონდონის ერთ-ერთ პატარა ლაბორატორიაში, ეს 1926 წლის 26 იანვარს მოხდა.


ტელეფონი: პირველი მობილური ტელეფონი მარტინ კუპერმა გამოიგონა და მისით პირველი ზარი 1973 წლის 3 აპრილს მოხდა, ვის დაურეკა არ ვიცით :).
ხოლო რაც შეეხება მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს  ეს ვინმე მეტი მაკკონეს გამოგონებულია :))) 




Friday, March 11, 2011

დედამიწა

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.
დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.



Saturday, March 5, 2011

მიწისძვრა

მიწისძვრა-ბუნებრივი მიზეზებით  გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია იმისთვის, რომ ადამიანის ყურადღება მიიპყროს.ზოგი კი იწვევს დიდ ზარას და ნგრევას რასაც შეიძლება მოჰყვეს მსხვერპლი. მიწისძვრა არის გამოწვეული დედამიწის შინაგანი და გარეგანი ძალებისგან. ვრცელდება სეისმური ტალღებით.

მოლეკულა

მოლეკულა-არის უმცირესი ნივთიერების უმცირესი ფორმა. მოეკულები სჰესდგებიან მინიმუმ 2 ატომისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან ქიმიური კავშირით. მოეკულები არიან ნეიტრალური მუხტის მატარებლები.    


Friday, March 4, 2011

panda

პანდაძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.